კონტე: “პენალტი ყველაფერს შეცვლიდა”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
“მატჩის დაწყებიდან მალევე გოლი გავუშვით, რაც ძალიან სამწუხარო იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით. მარკოს ალონსოს წაქცევის ეპიზოდში არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა, ეს კი ყველაფერს შეცვილა.
“ბარსელონას” ასეთი უპირატესობა მესიმ განაპირობა. ვულოცავ ამ კლუბის გულშემატკივრებს, რადგან მათ ისეთი ფეხბურთელების ეპოქაში ცხოვრება უწევთ, როგორებიც მესი, ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი და სუარესი არიან. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხაროა, მაგრამ ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს “მარკა”.