აფელაი: “მესის მატჩების წინ პირღებინება ჰქონდა ხოლმე”
“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ნიდერლანდელი შემტევი ამბობს, რომ მესის თამაშების დაწყების წინ გული ერეოდა.
“მატჩების წინ, ყველა ძალიან სერიოზული იყო. როცა გასახდელში შეხვიდოდი, იფიქრებდი, რომ ვინმეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა ან რაღაც საშინელება მოხდა. ყველა ჩუმად იყო. მესისაც ჰქონდა პრობლემები ზეწოლის გამო. მოედანზე გასვლის წინ, ის ტუალეტში შედიოდა და პირღებინება ჰქონდა ხოლმე. ზოგჯერ მსგავს სიტუაციას მინდორზევე ნახავდით.
მისი მსგავსი ფეხბურთელი სამყაროში ვერავინ იქნება. მან ყველაფერს მიაღწია, მაგრამ მისთვისაც, ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დიდი პასუხისმგებლობა რთულია. მგონი, ეს რაღაცაზე მეტყველებს”, – უთხრა აფელაიმ Voetbal Primeur-ს.
შეგახსენებთ, რომ აფელაი “ბარსელონაში” 2015 წელს პსვ-დან გადავიდა, თუმცა კატალონიურ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. 2015 წელს ის “სტოკ სიტის” შეუერთდა, 2019 წელს კი პსვ-ში დაბრუნდა. იანვარში მან, 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.