აფხაზეთში ჩატარებული ტურნირი “ბეშიქთაშმა” მოიგო
სოხუმში, ჭაბუკებს შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი ცნობილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას სახელობის იყო.
რუსული პრესის ცნობით ტურნირში მონაწილეობა 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნმა მიიღო: “ბეშიქთაში”, ნალჩიკის “სპარტაკი”, “ანჟი”, აფხაზეტის ნაკრები, ცხინვალის “სპარტაკი” და გროზნოს “ტერეკი”.
ფინალური შეხვედრა “ბეშიქთაშს” და “ანჟის” შორის შედგა. გამარჯვება თურქებმა მოიპოვეს. არადა, აღნიშნულ გათამშებაში მათი მონაწილეობაც კი, ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტია…