“აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს! იცით, რამდენს უყვარს ხვიჩა?” – დავით ბრაგვაძე პოლიტიკოსებს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ბრაგვაძემ სოციალურ ქსელში საქართველო – ჩრდ.მაკედონიის შემდეგ პოსტი დაწერა.
“დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, რომ ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ მშობლებზეა…
ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვილი, არც მამაჩემი, არც ჩემი ძმაკაცები და მათი შვილები, არც არავინ შეგვიშვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, რა დროსაც საშინაო არენის უპირატესობა დაგვაკარგინეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვეთ…
სამაგიეროდ თქვენ მიხვედით. მიხვედით საკუთარ შვილებთან ერთად, სრულიად ცარიელ სტადიონზე და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეთ აზრი, რომ პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ.
გუშინ, ნაკრების გამარჯვების მერე ისევ აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში და როგორი ბედნიერები არიან, როგორ აუხდინა გავლენიანმა მამიკომ ოცნება…
იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! იცით რამდენ ბავშვს უნდა ხვიჩასთან მასე მიახლოება?! იცით რამდენი ბავშვი ოცნებობს ნაკრების გასახდელში მოხვედრაზე?! თუმცა ამ კარგ ბავშვებს, თქვენი კარგი ბავშვებისგან განსხვავებით ეგეთი გავლენიანი და მამიკოები არ ჰყავთ…
ან საკუთარ შვილებს რას ერჩით? მართლა გგონიათ რომ კარგ საქმეს უკეთებთ?!
სხვისი შვილები მაინც დაინდეთ და კი მაინც ნუღარ უფრიალებთ დაუმსახურებელი პრივილეგიებით მიღწეული მომენტების ამსახველ ფოტოებს.და
არ შეიძლება ბავშვებს ბავშვების შურდეთ. არ შეიძლება თუნდაც მამები საკუთარ შვილებს (რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ) ასეთი პრივილეგიებით რყვნიდნენ..” – დაწერა ბრაგვაძემ.