აფრიკელ მილიარდერს „არსენალის“ ყიდვა სურს
აფრიკელმა მილიარდერმა ალიკო დანგოტემ განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს, რის შესახებაც „ბლუმბერგი“ იტყობინება.
„ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდს სათანადო ფასად ვიყიდი. მისი შეძენა ახლაც შემიძლია, თუმცა არა ამ სასაცილო ფასად. ჩემი სტრატეგია კარგად ვიცი.
ვენგერმა კლუბის მართვის გეგმა უნდა შეცვალოს, მას ახალი კურსი ესაჭიროება“, – განაცხადა დანგოტემ.
55 წლის ნიგერიელი მილიარდერის ქონება 15,7 მილიარდ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დანგოტე, რომელიც ლონდონური კლუბის გულშემატკივარია, „არსენალის“ ყიდვას 2010 წელსაც ცდილობდა. მას შემდეგ მისი ქონება შვიდჯერ გაიზარდა.