აფრიკის 2012 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს გაშიშვლება აიძულეს
აფრიკის 2012 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელ ხენოვევა ანიონმას, რომელიც ეკვატორული გვინეის ნაკრებში თამაშობს, აიძულეს, დამეტკიცებინა, რომ მამაკაცი არ არის. აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა მას გაშიშვლება მოსთხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ანიონმა ნამდვილად მდედრობითი სქესისაა.
“გაშიშვლება მთხოვეს. ყველაფერი გავიხადე. ეს ძალზედ შეურაცხმყოფელი იყო”, – ციტირებს ანიონმას სიტყვებს BBC.
როგორც ჩანს, ეკვატორული გვინეის ნაკრების კარგი თამაში აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში ისე გაუკვირდათ, რომ გუნდის ლიდერს ასეთი რამ მოსთხოვეს.
შარშან ირანში ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი იყო აგორებული. ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი სინამდვილეში მამრობითი სქესისა აღმოჩნდა, რომლებსაც სქესის შეცვლის ოპერაცია ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდათ.