აფრიკის თასი კოტ დივუარმა მეკარის პენალტით მოიგო
აფრიკის თასზე დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში “ესტადიუ დე ბატაზე” ერთმანეთის წინააღმდეგ კოტ დივუარის და განა წარსდგნენ.
შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მოთამაშეებმა შედეგიანად ვერც დამატებით ნახევარ საათში იასპარეზეს და აფრიკის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშნავა გახდა საჭირო, რომელიც საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მატჩის ბედის გადასაწყვეტად 11-მეტრიანი დარტყმის შესრულება ორივე გუნდის 11 მოთამაშეს მოუწია. გადამწყვეტი მეკარეთა დუელი გამოდგა. განელმა რაზაკ ბრიმამ თავისი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო 35წლის კოტ დივუარელმა, ბუბაკარ კოპა ბარიმ, პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს პრესტიჟული ტიტული მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ კოტ დივუარმა აფრიკის თასი ბოლოს 1992 წელს მოიგო და დღევანდელი ტრიუმის მსგავსად მაშინც ეს განელებთან პენალტების სერიაში მოახერხა.
კოტ დივუარი – განა 0:0 (9:8 პენ)
კოტ დივუარი: ბარი, კ.ტურე, ტიენე (კალუ 116′), ორიერი, კანონი, ბაილი, იაია ტურე, სერეი დიე, ჟერვინიო (ტალო 120′), გრადელი (დუმბია 67′), ბონი.
განა: ბრიმა, აფული, ბოიე, მენსა, ბაბა, მუბარაკი, აკქუა, გიანი (აგიმეანგ ბადუ 120′), ანდრე აიუ, აპია (ჯორდან აიუ 99′), ატსუ (აჩემპონგი 117′)
Ivory Coast vs Ghana 0-0 (9-8) Africa cup of… by tural-borcali