აქტობე – დინამოს ალიარ აღაიევი განსჯის

თარიღი: ივლისი 20, 2014

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ყაზახეთის ქალაქ აქტობეში გამართავს და ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება, აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 26 წლის- ალიარ აღაიევი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას-ზეინალ ზეინალოვი და ნამიკ ჰუსეინოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- რაუფ ჯაბაროვი შეასრულებს. უეფას დელეგატი, რუმინელი- ოქტავიან გოგაიქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებლად მივლენილია, მოლდოველი- ვლადიმირ ანტონოვი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ალიარ აღაიევმა იმსაჯა, 22 მაისს ბაქოში გამართული ეროვნული თასის ფინალია. აღსანიშნავია, რომ ქაბალასა და ნეფთჩის შორის ფინალი ზუსტად იმ მსაჯთა შემადგენლობამ განსაჯა, რომლებიც ჩვენს მომავალ შეხვედრას გაუძღვებიან. აღნიშნულ ფინალში ალიარ აღაიევმა ფეხბურთელებს რვა ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ალიარ აღაიევის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ალიარ აღაიევი  (26 წლის)

===========================================

აზერბაიჯანის პრემიერლიგა – 80 თამაში / 337 ყვითელი / 14 წითელი / 14 პენალტი

აზერბაიჯანის თასი – 13 თამაში / 66 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

ახალგ. ჩემპიონთა ლიგა – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა – 1 თამაში / 0 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-17 ჩემპიონატი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ევრო 2020-ის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა

დღეს, 22 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. როგორც იცით, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “გასულ ზაფხულს 80 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ წონაში მარტივად ვიკლებ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ედენ აზარმა მის წონასთან დაკავშირებულ საკითხზე L’Équipe-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა. 28 წლის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ დაემშვიდობა მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” ფეხბურთელებს (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს სახალისო კომენტარი თავისივე განცხადებაზე (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენეს. მაშინ პორტუგალიელი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” კონტრაქტი გააფორმა, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სიაში მეორე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “პარი სენ-ჟერმენი” ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ იქ არასოდეს ვითამაშებ

მადრიდის “რეალის” ბელგიელმა გარემარბმა, ედენ აზარმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მისი ტრანსფერით იყო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი “არსენალში” მუშაობაზე ფიქრობს

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი, სპორტის სახეობის შეცვლაზე ფიქრობს. ესპანელი ტაქტიკოსი თავის თავს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეშფორდი: “ოთხეულში ყოფნა “მანჩესტერ იუნაიტედს” არ დააკმაყოფილებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ვარსკვლავი, მარკუს რეშფორდი, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ოთხეულში შესვლა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” სუარესის ორ პოტენციურ შემცვლელს მიაკვლია

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები აქტიურად ფიქრობენ ლუის სუარესის შემცვლელის პოვნაზე. ცნობისთვის გეტყვით, რომ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 20-ს ახალი ტურნირი დაემატა

საფეხბურთო სიმულატორ FIFA 20-ში კიდევ ერთი ტურნირი – ლიბერტადორესის თასი დაემატა. სამხრეთ ამერიკის უმთავრესი საკლუბო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების წევრი ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთა ასეულში

უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრების ერთადერთი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის ფულს არ გამოუყოფს

ბრიტანული პრესის თანახმად, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ხელმძრვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის გუნდის ახალ მთავარ მწვრტნელ ჟოზე მოურინიოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მინო რაიოლას შეხვდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. შვედი თავდამსხმელის აგენტი, მინო რაიოლა ოთხშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ “ტოტენჰემის” პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდის პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა. პორტუგალიელ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი დაკავებულია, აღმოჩენილია 1 ტონამდე ჰაშიში

“მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო პარდო, ცნობილი როგორც კოკე, ესპანეთის სამეფო პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად […]...
წაკითხვა