“არ დამეძინება, სანამ არ გავიგებ როგორ არის კვარაცხელია” – რას წერენ ფანები კვარაზე?
“ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელზეც უამრავი კომენტარი დაიწერა. გთავაზობთ გამორჩეულებს.
“ჩასვით კვარაცხელია 1980-იან წლებში და მას უფრო დიდებული მემკვიდრეობა ექნებოდა, ვიდრე თქვენ ბევრ კუმირს”
“ნეიმარი, ჰალანდი, მესი? წელს საუკეთესო კვარაცხელიაა!”
“არ გამაგიჟოთ! როგორ არიან ზელინსკი და კვარაცხელია?
“დღეს, უბრალოდ, არ დამეძინება, თუ არ გავიგებ, როგორ არის კვარაცხელია”
“ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია და “ჩელსის” ფანია. მოიყვანეთ ის ლონდონში”
“ხვიჩა? ახლა ძალიან ძვირი ეღირება. მუდრიკი უფრო იაფი დაჯდება”
“მომდევნო დეკადის განმავლობაში ჰალანდთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელი იქნება! მონსტრი, მხეცი!”
“კვარას ზღაპარი გრძელდება!”
“ყველას იმდენად უჭირს მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა, მაგრამ კვარაცხელია აიძულებს მათ, დაიმახსოვრონ”
” მამა, რატომ ქვია ჩემ დას როზა?
– რადგან დედაშენს ყვავილები ძალიან უყვარს
– მადლობა მამა
– არაფრის, ანდრე ზამბო სტანისლავ კვარაცხელია ტიბერიო
“საუკეთესო დუეტი – კვარაცხელია/რასპადორი
“წყალი სველია, ცა ლურჯი და ხვიჩას “ნაპოლისთვის” გააქვს”
“კვარაცხელია აუცილებლად ფოლადისგან იქნება დამზადებული, რადგან ასეთი ჩარტყმის შემდეგ ისევ მოედანზე დარჩა”
“კვარამ გაიტანა… ესეიგი “მე ვიცი ფეხბურთი, ჩემი სიბრძნე და შეუჩერებელი ტალანტი ჩემი ფეხებიდან მოდის” – თითქმის ასე თქვა კვარამ
ცნობისთვის, ხვიჩა “რეალის” ფანია.