“არ გამიკვირდება, თუ ამ პოსტის შემდეგ რაკიტიჩს გუნდიდან გაუშვებენ” – ხორვატის ფოტო სოციალურ ქსელში
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ხორვატმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი გაიხსენა. ეს შეხვედრა ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა, თავად რაკიტიჩმა კი 91-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ერთ-ერთ ფოტოზე წაქცეული ლიონელ მესი ჩანს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბარსელონას” ბევრი ფანი მიიჩნევს, რომ რაკიტიჩს გუნდში პრობლემები აქვს და ამ პოსტის შემდეგ მისი კლუბიდან წასვლის პროცესიც უფრო დაჩქარდება.
“რაკიტიჩმა ეს ინსტაგრამში გამოაქვეყნა. არ გამიკვირდება, თუ ზაფხულში მას გაყიდიან. მესი დიქტატორია.”
Rakitic posted this on Instagram, don't be surprised if he gets transferred in the summer. Messi is a dictator. pic.twitter.com/HRBrwshjvr
— Barça Forever (@BarcaIconic) April 8, 2020
“რაკიტიჩმა ახლახანს ინსტაგრამში განაცხადა, რომ ზაფხულში “ბარსელონას” ტოვებს.”
Rakitic just announced on Instagram that he’s leaving Barcelona this summer. pic.twitter.com/gQ4BXxNFJR
— Collectibles 🇬🇭 (@CollectibIes) April 8, 2020
“რაკიტიჩის კარიერა “ბარსელონაში” ოფიციალურად დასრულდა.”
Rakitic career in Barcelona is officially over pic.twitter.com/fGOJY10xXW
— Yassine (@SwishFutbol) April 8, 2020