“არ ვიმუქრები, მართლა იქნება!” – ტატო გრიგალაშვილის ემოციური კომენტარი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ტატო -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მატიას კასესთან დამარცხდა.
“ეს არ არის ის მედალი, რასაც ველოდი. არ ვიცი… გახარებული ვარ, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემთვის. ვგეგმავდი ოქროს, რადგან მინდოდა, ოლიმპიადაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით წავსულიყავი. თუმცა, ეს უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს ოლიმპიური თამაშებისთვის და გამოვასწორებ აუცილებლად.
ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ. ტატამიზე შესვლის წინ, საკუთარ თავს დიდ მოტივაციას ვაძლევ და შევდივარ საბრძოლველად. ეს ბრძოლა ეძღვნება ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და რა თქმა უნდა, საქართველოს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას არ ვგეგმავდი, აქ მოუმზადებელი ვიყავი. ოლიმპიური თამაშებისათვის რომ მოვემზადები, ვნახავთ, რაც იქნება. არ ვიმუქრები, მართლა იქნება”, – განაცხადა გრიგალაშვილმა.