“არ ვივიწყებ, საიდან ვარ და სად გავიზარდე” – რატომ გამოვიდა დვალიშვილი ოქტაგონზე ორი დროშით

თარიღი: მაისი 5, 2019

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეოთხე შეხვედრა გამართა. 28 წლის სპორტსმენი კანადაში კანადელ ბრედ კატონას დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა. დვალიშვილმა მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებაც მას დარჩა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

“მინდა, რომ UFC-ში დავრჩე და საუკეთესო მებრძოლებს ვეჩხუბო, ამაზე კარგი არაფერია. ეს ჩემი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. მე საქართველოდან, პატარა, ლამაზი ქვეყნიდან ვარ. ახლა საქართველოში ჩემით ბევრი ადამიანი ამაყობს”, – განაცხადა დვალიშვილმა.

ქართველი სპორტსმენი ოქტაგონზე საქართველოსა და აშშ-ის დროშებით იყო გამოსული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას შეკითხვა ამაზეც დაუსვა.

“როცა ამერიკაში ჩამოვედი, 21 წლის ვიყავი. ინგლისური არ ვიცოდი და ცხოვრებისეული გამოცდილება არ მქონდა. საქართველოში ძიუდოსა და სამბოში ვვარჯიშობდი. აქ ჩამოსვლისას რაც ვიცოდი, მხოლოდ ბრძოლა იყო. აშშ-ში გავიზარდე, ყველაფერი ვისწავლე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ინგლისური ვისწავლე. ამერიკამ ყველაფერი მომცა. ამერიკა კარგი ქვეყანაა კარგი ხალხით. ორი დროშით იმიტომ გამოვედი, რომ შეხვედრა კანადაში ჩატარდა. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის ჩემი ქვეყანაა, მე იქ დავიბადე, საქართველო მიყვარს. აქ აშშ-ს წარმომადგენელიც ვიყავი. მე არასოდეს ვივიწყებ, საიდან ვარ და სად გავიზარდე”, – დაასრულა დვალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “ეს ყველაფერი სამარცხვინოა, გულს მტკენს”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. 31 წლის სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორს დასცინა (ფოტო)

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორს დასცინა. ხაბიბმა Twitter-ში ფოტო გამაოქვეყნა, რომელშიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ისტორიული მიღწევა – მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ავსტრიის ქალაქ გრაცში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 23 იანვარს მამაკაც ერთეულებს შორის მედლები […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბის გზავნილი მაკგრეგორს: “მეფე არასოდეს მიდის! უთხარით, რომ მოვდივარ!” (ვ

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ხაბიბი ვარჯიშობს და მომდევნო შეხვედრისათვის ემზადება. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ტაკაეკიშოსთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, XII დღე ტაკაკეიშო – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, XI დღე ოკინოუმი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ასანოიამა დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, X დღე ასანოიამა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტამავაში – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ გერმანელ ჟურნალისტს უპასუხა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც დოპინგს ეხება. ამ ფილმში გერმანელმა ჟურნალისტმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი: “მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი! მე მიყვარს რუსეთი!”

UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს დონალდ სერონის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ შეკითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს მაკგრეგორმა და სერონიმ ორთაბრძოლით?

19 იანვარს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება მაკგრეგორი-სერონის შეხვედრა იყო. ორთაბრძოლა 40 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორის დასაფასებელი ჟესტი სერონის დამარცხების შემდეგ (ვიდეო)

დღეს, ლას ვეგასმა UFC 246-ს უმასპინძლა. ღონისძიება კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონის ორთაბრძოლით დასრულდა, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – სერონი (აწონვა)

ხვალ, ლას ვეგასში კონორ მაკგრეგორი დონალდ სერონს დაუპირისპირდება. UFC 246-ს ყველა ელის, რადგან სწორედ ამ […]...
წაკითხვა