“არ ვკვდები, ცოცხალი ვარ” – ჯენარო გატუზოს ემოციური კომენტარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელნა, ჯენარო გატუზომ “ტორინოსთან” გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
42 წლის იტალიელ სპეციალისტს ჯერ კიდევ მაშინ, როცა “მილანის” ფეხბურთელი იყო, მიასტენიის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა მის თვალებს დასვენება სჭირდება, თუმცა რინო მუშაობას აგრძელებს.
“უნდა ვთქვა, რომ ბოლო 12 დღის მანძილზე ჩემ თავს არ ვგავდი. მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებიც სარკეში ჩახედვის დროს ხედავენ რაღაც უჩვეულოს ან იმას, რაც არ სიამოვნებთ – ცხოვრება მშვენიერია. არ უნდა ჩაიკეტოთ. არ მოიწყინოთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია. ჩემი თვალის პრობლემაც გაივლის და უფრო სიმპათიური დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვიყავი.
მე მიასტენია მაქვს, ათი წელია ეს დაავადება მაწუხებს და უკვე მესამე შემთხვევაა, რომ მდგომარეობა გართულდა. ახლა ამ დაავადებამ ყველაზე ძლიერად დამარტყა. ძალიან დამღლელია, ნივთებს ორად ვხედავ. მხოლოდ ჩემნაირი გიჟი თუ გააგრძელებს ასეთ მდგომარეობაში მუშაობას.
ვიცი, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს არ მოსწონთ ასეთს რომ მხედავენ. წავიკითხე, რომ თითქოს ვკვდები და მხოლოდ ერთი თვე ვიცოცხლებ… არ იღელვოთ, არ ვკვდები. მე ცოცხალი ვარ”, – განაცხადა გატუზომ.