“არა ფობიას” განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორების გამონათქვამებზე
პლატფორმა “არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს “ქსენოფობიურსა” და “რასისტულს” უწოდებს.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც 29 ივნისს მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“პლატფორმა “არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას.
დავით ბანანაშვილი: “და შვეიცარიის ნარკებში, წმინდასისხლის შვეიცარიელი ძალიან ცოტა ფეხბურთელია, ვინცძირითად შემადგენლობაში თამაშობს… მეკარე სომერზე თუ ვიტყვით ამას და რამოდენიმე მოთამაშეზე…”გიგა გვენცაძე: “შაჩირი, ჯაკა, ბეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეციარიის ნაკრების წარმოშობით ალბანელები არიან.”დავით ბანანაშვილი: “არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟინიგერიელია.”
ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით („სუფთა (წმინდა) სისიხლის”) ქსენოფობური და რასისტული განწყობების მატარებელია.
,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.”