“არა ფობიას” განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორების გამონათქვამებზე

თარიღი: ივნისი 30, 2018

პლატფორმა “არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს “ქსენოფობიურსა” და “რასისტულს” უწოდებს.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც 29 ივნისს მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“პლატფორმა “არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს,  თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას.

22 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას სპორტული კომენტატორების, გიგა გვენცაძის და დავით ბანანაშვილის  მხრიდან, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს.
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობის განხილვისას კომენტატორებმა ყურადღება ფეხბურთელების რასობრივ წარმომავლობაზე გააკეთეს:
დავით ბანანაშვილი: “და შვეიცარიის ნარკებში, წმინდასისხლის შვეიცარიელი ძალიან ცოტა ფეხბურთელია, ვინცძირითად შემადგენლობაში თამაშობს… მეკარე სომერზე თუ ვიტყვით ამას და რამოდენიმე მოთამაშეზე…”
გიგა გვენცაძე: “შაჩირი, ჯაკა, ბეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეციარიის ნაკრების წარმოშობით ალბანელები არიან.”
დავით ბანანაშვილი: “არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟინიგერიელია.”

ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით („სუფთა (წმინდა) სისიხლის”) ქსენოფობური და რასისტული განწყობების მატარებელია.

,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.”
მოცემულ შემთხვევაში კომენტატორებმა მოახდინეს ფეხბურთელების ისეთ თვისებაზე ხახგასმა, როგორიცაა მათი ეთნიკური კუთვნილება. პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა ეთნიკურ კუთვნილებაზე განსაკუთრებული ხაზგასმის აუცილებლობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია მაუწყებელთა შესახებ კანონის 56-ე მუხლი.
მოვუწოდებთ სპორტულ ჟურნალისტებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს გაითვალისწინონ კანონმდებლობით და მაუწყებლობელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტობას, რასის,  ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების ეთნიკური, გეოგრაფიული  ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  (GDI)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
BBSA-საქართველო
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
თანასწორობის მოძრაობა”
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებზე

26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ლონდონში ადგილობრივი “ტოტენჰემი” ბულგარულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულ

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გუცაევი: “საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს”!

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. “მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნუ მოვთხოვთ “ჩელსის” გაჩემპიონებას”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი მიიჩნევს, რომ ლონდონური კლუბისთვის ჯერ ადრეა პრემიერლიგის ტიტულის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლანჩხუთის” მეტოქე ცნობილია – ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილის

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ “ლანჩხუთი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნდა გავიხედოთ იქითაც, ვინ არის დღეს ბაზარზე” – კობიაშვილი საქართველოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე კომენტარი გააკეთა. გადაცემა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში სტადიონებზე მაყურებლებს აბრუნებენ

2 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში საკარანტინო პერიოდი სრულდება, რის შემდეგაც სპორტულ ღონისძიებებზე ოთხი ათასამდე მაყურებლის დასწრება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანი: “ბარსელონამ” რომ მთოხოვს, თმას მაინც არ შევიჭრი”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კომენტარი საკუთარ ვარცხნილობაზე გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ”

“ატალანტასთნ” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანი...
წაკითხვა
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პიკეს შემცვლელის ძებნა მოუწევს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. […]...
წაკითხვა