WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (392694) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28210,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

არა რასიზმს! საკმარისია, რასაც რასიზმის ყოველგვარი გამოვლინების აღსაკვეთად ვაკეთებთ?

თარიღი: აპრილი 13, 2019

რასიზმი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემაა, რომელმაც ფეხბურთში კიდევ ერთხელ იჩინა თავი. დღეს, XXI-ე საუკუნეში, ადამიანებს კვლავაც განარჩევენ ფიზიკური ან ეთნიკური მახასიათებლებით. ისმის კითხვა, საკმარისია ის, რასაც რასიზმის ყოველგვარი გამოვლინების აღსაკვეთად ვაკეთებთ?

რასიზმი შეიძლება ნებისმიერ ადგილას გამოვლინდეს – მოედანზე ფეხბურთელებს შორის, გასახდელში ან სულაც სავარჯიშო ბაზაზე. ყველაზე ხშირი ფორმაა ფეხბურთელების დამცირება რასისტული შეძახილებით ფანთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული გამოხატულება შავკანიანი ფეხბურთელების მისამართით “მაიმუნის შეძახილების” იმიტაცია გახლავთ, ასევე ხშირად გადაუგდიათ ფეხბურთელებისთვის ბანანები (რაც მაიმუნებთან ასოცირდება).

ასი წელია, რაც ფეხბურთში დროთა განმავლობაში ეს მახინჯი პრობლემა იჩენს თავს. ამის აღსაკვეთად ჩატარებული უამრავი რეფორმისა და ინიციატივების მიუხედავად კლუბები, ორგანიზაციები და კონკრეტული ჯგუფები ჯერაც ვერ აღწევენ მიზანს.

ბოლო თვეებში რასიზმის პრობლემა ყველაზე მტკივნეულად ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ვარსკვლავ მოიზ კინსა და “ნაპოლის” მცველ კალიდუ კულიბალს შეეხო და ნათლად დავინახეთ, რომ ეს პრიმიტიული ზიზღი კვლავ იკავებს ადგილს კონკრეტული ჯგუფის ადამიანებში.


როგორ ისჯება რასიზმი ფეხბურთში?


პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები ყოველწლიურად ცდილობენ რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კანონების ოპტიმიზაციას და ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომავალ ნაბიჯებზე.

FIFA-ს დისციპლინარული კოდექსის თანახმად, ფეხბურთელი, რომელიც რასიზმის გამოვლენას შეუწყობს ხელს მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, შესაძლოა, მის გუნდს ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწიოს თამაში და ამასთან ერთად დაახლოებით 20 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს. ასევე შეიძლება გუნდის დასჯა ქულების დაკლებით, ჩემპიონატიდან დაქვეითებით, ან პლეი-ოფიდან მოკვეთით – ეს იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე რამდენიმე ფეხბურთელი იქნება.

მაშინ, როდესაც დამნაშავე რომელიმე გუნდის გულშემატკივარი აღმოჩნდება, ასოციაცია (ნაკრების შემთხვევაში) ან კლუბი 23 ათასი ამერიკული დოლარით დაისჯება. ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასჯელს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, ქულების დაკლება და დაქვეითებაც დაემატოს. გარდა ამისა, თუ რომელიმე ფანს გამოიჭერენ, მას მინიმუმ ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან – სტადიონზე აღარ დაუშვებენ ამ პერიოდის მანძილზე.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანი UEFA მეტწილად იზიარებს FIFA-ს მიდგომებს იმ განსხვავებით, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის მინიმალური პერიოდი 10 მატჩია, ხოლო მინიმალური ფულადი სახის ჯარიმა – 50 000 ამერიკული დოლარი.


საკმარისია?


მიუხედავად ერთი შეხედვით მკაცრი სასჯელებისა, რასიზმული იდეოლოგიით “დამახინჯებული” ფანები პერიოდულად მაინც ახერხებენ პრობლემის გაღვივებას, რაც, რა თქმა უნდა, იმის მანიშნებელია, რომ საკმარისი არ კეთდება.

დენი როუზი და მისი თანაგუნდელები მარტის თვეში მონტენეგროსთან გამართულ მატჩში რასიზმის მსხვერპლნი გახდნენ. მატჩის შემდეგ როუზმა აღნიშნა, რომ ფედერეციის დასჯა არც თუ ისე დიდი ოდენობის თანხით სულაც არ აკავებს ფანებს მსგავსი საქციელების ჩადენისგან – “სხვას რას ელით, როდესაც სასჯელი ასეთი სუსტია?”.

“2019 წელია და კვლავ იმის თქმა მიწევს, რომ სირცხვილია რაც ხდება. ჩვენ მხოლოდ განათლების დონის ამაღლებით შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ სიტუაციას. დროა მმართველებმა დიდი ნაბიჯები გადადგან რასიზმის წინააღმდეგ. შეიძლება ვინმე დასაჯო, მაგრამ ეს საერთო სურათს არ შეცვლის!

უფრო რთული უნდა გახადო ეს ყველაფერი. მთლიანი ფანკლუბი უნდა დასაჯო და თამაშებზე მისვლა აუკრძალო… რამე უნდა მოიმოქმედოთ, თორემ ასე არაფერი შეიცვლება,” – აცხადებს რაჰიმ სტერლინგი, რომელიც რასიზმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.


როგორ უნდა უპასუხონ ფეხბურთელებმა?


ბევრი მიიჩნევს, რომ რასიზმს ფეხბურთელებმა შესაფერისად უნდა უპასუხონ. ხშირად ფეხბურთელები მსაჯს მატჩის შეჩერებას თხოვენ, ან მოედნის პროტესტის ნიშნად დატოვებაზეც კი ფიქრობენ. “ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი და “ჩელსის” თავკაცი მაურისიო სარი ფეხბურთელებს სწორედ ასეთი ქმედებისკენ მოუწოდებენ მაშინ, როდესაც ჰარი კეინი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყველანაირად დაუდგება თანაგუნდელებს გვერდით.

გთავაზობთ UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის მიერ გაზიარებულ ხედვას – “მატჩის შეჩერების ან გადადების მომენტში, ვფიქრობ, ფანების 90 პროცენტი იმ იდიოტებზე იყრის ჯავრს. 2019 წელია და არა მეოცე საუკუნე.”

რაჰიმ სტერლინგი კი თვლის, რომ ასეთ დროს მოედნის დატოვება უბრალოდ დამარცხების ტოლფასია. “საუკეთესო პასუხი მოედანზე გასვლა და გამარჯვების მოპოვებაა. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ატკენს მათ. ისინი მხოლოდ შენს გატეხვასა და მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და თუ მოედანს დატოვებ, ისინი გაიმარჯვებენ. უნდა გაიტანო და მატჩიც მოიგო, ასე დაამარცხებ მათ.”



მსგავსი სიახლეები