არაბიძემ “დნიპროს” ორი გოლი გაუტანა (ვიდეო)
26 ნოემბერს უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში დონეცკის “შახტარის” 21-წლამდე გუნდი “დნიპროს” თანატოლებს სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ შახტარელთა შემადგენლობაში ორი გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ მოახერხა. მან ჯერ 50-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 55-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა.
არაბიძის გუნდს 16 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.