არაბული “ალკორკონს” შეუერთდა
საფეხბურთო კლუბ “საბურტალოს” სკოლის აღზრდილი ბაჩანა არაბული რამდენიმე დღეა ესპანეთში გაემგზავრა და სეგუნდა დივიზიონის “ალკორკონს” შეუერთდა. შეგახსნებთ, რომ არაბული რამდენიმე თვის წინ ვარჯიშობდა ზემოთ აღნიშნულ კლუბში, თუმცა საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ხელს სავიზო პრობლემა უშლიდა.
არაბულმა ვიზა რამდენიმე დღის წინ აიღო და ახლა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ცნობილია ისიც, რომ ესპანელებმა ჩვენებური განაცხადში უკვე შეიყვანეს. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტს სეგუნდა დივიზიონში.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ “საბურთალო” და “ალკორკონი” ფეხბურთელის ნახევარწლიან იჯარაზე იყვნენ შეთანხმებულები. აღნიშნული დრო გასული წლის დეკემბრის ბოლოს ამოიწურა, ახლა კი მხარეები კიდევ ერთხელ უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტონ, იჯარით ითამაშებს არაბული “ალკორკონში” თუ ესპანური კლუბი ტრანსფერს განახორციელებს.
fcsaburtalo.ge