“არარატი” – “საბურთალოს” მატჩს ქართველებში ცუდი რეპუტაციის მქონე არბიტრი განსჯის
ხვალ, 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე სტარტს აიღებს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “არარატ-არმენიასა” და თბილისის “საბურთალოს” შორის.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრის მთავარ არბიტრად შვეიცარიელი მსაჯი ალენ ბიერი დაინიშნა, რომელსაც ქართველებში საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს.
საქმე ის გალავთ, რომ სწორედ შვეიცარიელმა არბიტრმა განსაჯა “კუკეში” – “ტორპედოს” (2-0) მატჩი გასულ სეზონში. ბიერიმ ალბანეთში გამართულ მატჩში სამი სადავო გადაწყვეტილება მიიღო და სამივე ქართული კლუბის საწინააღმდეგოდ.
ბიერიმ 29-ე და 76-ე წუთზე მასპინძელ კლუბს საეჭვო პენალტები დაუნიშნა და საპირისპიროდ, “ქუთათურებს” წესების სრული დაცვით გატანილი გოლიც გაუუქმა. მატჩის შემდეგ “ტორპედომ” შვეიცარიელ არბიტრს უეფაში უჩივლა, თუმცა უშედეგოდ.
ასე რომ, რომ არა საშიანო შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა (5:2) გასულ წელს მსაჯის წყალობით პლეი-ოფში ქუთაისური კლუბის ნაცვლად ალბანური “კუკეში” ითამაშებდა.
“კუკესის” პირველ პენალტი
“კუკესის” მეორე პენალტი
“ტორპედოს” მეორე არჩათვლილი გოლი