არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძე რჩება, ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ…”

თარიღი: სექტემბერი 22, 2020

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი და ფლამარიონ ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიც განმარტა.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, – განაცხადა არჩილ ბერიძემ, – ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება.”

ბერიძემ დღეს ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისაუბრა: “ამ ნაბიჯის გადადგმა ჯოვინომ თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო, იჯარით როტორში გაგვეშვა.

კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ, თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნტქს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ.

ვფიქრობ, რომ ბათუმის დინამო დღესდღეობით წარმატებულია. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე წელს კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.”

გეგუჩაძე დინამო ბათუმს 2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მან კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი გეგუჩაძის დინამო საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონი დინამომ არცისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე მეტოქესთან (ბეერ შევას ჰაპოელი) მარცხი მოჰყვა. მერე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგება დინამო თბილისთან (1:3) და მარცხი საქართველოს თასზე, გაგრასთან.

ბრაზილიელი ლიდერი ჯოვინო კი კარიერას რუსულ “როტორში” გააგრძელებს. მისი გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევროა.

Dinamo.ge

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომან ფიფია: “უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ!”

რომან ფიფიამ თბილისის “დინამოს” გახსვისებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა. “მიმდინარეობს მხოლოდ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავტოგრაფების დარიგებისას ლევანდოვსკის საათი გასტაცეს

“ბარსელონას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გაძარცვეს. sport.es-ის ცნობით, 33 წლის პოლონელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილიდან ავტოგრაფებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გავიდა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტაქტზე? – საინტერესო აგენტები ევროპუ

თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ აკადემიის აღზრდილი, 17 წლის ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” აკადემიის აღზრდილი კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს

დინამო აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგია – ქართველი ტალანტების სასაკლაო

5 გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი ტალანტი კარიერული ტრამპლინისთვის საფეხბურთო აგენტების ხელშეწყობით ბელგიის უმაღლეს ლიგაში წავიდნენ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია – 25 მილიონი, მამარდაშვილი – 20, მიქაუტაძე – 5

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადები არიან. ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” სერია A-ს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს̶

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი სოც.მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და “იმედთან” კომენტარი გააკეთა. „ტყუილია ეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაფიოზი რამოსი – ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი რამოსმა მოაგვარა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებს, ნეიმარსა და მბაპეს შორის დაძაბული სიტუაცია სერხიო რამოსის ჩარევით მოგვარდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – ზოგიერთს 3 წელია თანხა არ მიუღი

სააგენტო „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელია უკვე 25 მილიონი ფუნტი ღირს! “ზღარბი კვარა” – ქართველი

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დებიუტს ეხმაურება. “ნაპოლი” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კარაბინერებმა უკვე გამოიძიეს ეს დანაშაული? ეს ქურდობაა!” – ცნობილი იტალ

გუშინდელი მატჩის შემდეგ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. “რა შედევრმა უბიძგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ დასახელდა “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ?

“ნაპოლიმ” “ვერონა” 2-5 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი (ვიდეო)

ხვიჩამ გოლს საგოლე პასიც მიუმატა. Serie A 🇮🇹 Gol de Napoli 3-2 Piotr Zielinski ⚽🇵🇱pic.twitter.com/YVqGnskeRA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩ კვარაცხელიას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. Solo le tomó 37 minutos a Hirving Lozano […]...
წაკითხვა