არდა თურანმა „ბარსას“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა არდა თურანმა დილის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის შესახებაც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს. მოთამაშემ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე მისი გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თირანი „ბარსაში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 34 მილონ ევროდ გადავიდა. ფიფა-ს კატალონიური კლუბისადმი სანქციების გამო თურქი 2016 წლის პირველი იანვრამდე ვერ ითამაშებს.
განვლილ სეზონში არდამ პრიმერა დივიზიონის 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მადრიდულ კლუბში ის 2011 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.