არენამ და კაკტუსმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს

თარიღი: აპრილი 20, 2015

„ა“ ლიგა მეორე წრის პირველი ტურით განახლდა. საკალათბურთო აკადემიაში 2 მატჩი გაიმართა, ხოლო ტურის მე-3 შეხვედრას მომავალ პარასკევს წყალტუბო უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩატარებულ 2 მატჩს, ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. „კაკტუსმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია, ხოლო „არენა-76“-მა გორის „დილა“ დაამარცხა.

უფრო საინტერესო და დაძაბული მეორე მატჩი გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „დილა“ ბოლო ადგილზეა, არც ერთ მეტოქეს იოლად არაფერს უთმობს. გორის გუნდს ყველა მატჩი ბრძოლაში აქვს წაგებული და ასე იყო გათამაშების ლიდერ „არენასთანაც“. „დილა“ თითქმის მთელი თამაში იგებდა, გორელების უპირატესობა პერიოდულად 10 ქულასაც აღწევდა, თუმცა გადამწყვეტ მომეტნტში შიდაქართლელებს არ გაუმართლათ.

„არენამ“ საბოლოოდ 6 ქულით – 89:83 მოიგო, რაშიც ლომის წილი ამერიკელ ლეგიონერ ჯერემი ბაინამს მიუძღვის. ოკეანგაღმელმა ბომბარდირმა 27 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლები მიითვალეს ალექსანდრ კოსენკოვმა (22 ქულა, 14 მოხსნა) და ზუკა მაჩალაძემ. ამ უკანასკნელს სამმაგ დუბლამდე 2 ჩაჭრა დააკლდა – 17 ქულა, 10 მოსნა, 8 ჩაჭრა. გორის „დილაში“ 27 ქულით საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი გახლდათ.

მეორე მატჩში „კაკტუსმა“ თსუ-ს 75:66 სძლია. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა თამაში უხეიროდ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 14:17 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდში გარდატეხა მოახდინეს და 10-წუთეულის 23:7 მოგებით დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:24.

მეორე ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა. თსუ ეცადა, მაგრამ კაკტუსელების გააზრებული თამაშის წყალობით ვითარება არ დაძაბულა. „კაკტუსს“ ტრადიციულად კამერუნული ფესვების მქონე ამერიკელმა სამა ტაკუმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა რომან ტუკვაძის ანგარიშზე, კირილე ტატუნაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. თსუ-ში 21 ქულით საუკეთესო მიხეილ ფანჩულიძე გახლდათ.

მე-6 ტური მომავალ პარასკევს წყალტუბოში დასრულდება. იმერული კლუბი „სეუ-ჰიუნდაის“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიზისი გრძელდება: “არსენალი” შინ “ბრაიტონთან” დამარცხდა

პრემიერ ლიგის მე-15 ტური ლონდონის “არსენალისა” და “ბრაიტონის” დაპირისპირებამ დახურა. უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “შეფილდი” – “ნიუკასლის” მატჩში (

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდ იუნაიტედსა” და “ნიუკასლს” შორის მიმდინარე მატჩში საინტერესო რამ მოხდა. 70-ე წუთზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორც ცდილობდა ვან დეიკი კინისათვის ხელის შეშლას (ვიდეო)

4 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და მეტოქე 5:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “სალაჰი გარემარბიდან ეგოისტ თავდამსხმელად გარდაიქმნა”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, მერსესაიდულ დერბიში “ენფილდელების” გამარჯვების (5:2) შემდეგ მოჰამედ სალაჰი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესი: “სირცხვილია, სადიო მანე მხოლოდ მეოთხე ადგილზე რომ გავიდა”

კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ლეო მესი, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გასულ სადიო მანეს გამოექომაგა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მაისურებზე დატანილი წარწერებით პრობლემა არ გადაიჭრება”

ბოლო დროს მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებით გამწვავდა რასიზმთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც მმართველი ორგანიზაციები ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებენ....
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანელები და გერმანელები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

26 მარტს ესპანეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდება. მატჩი მადრიდის “ატლეტიკოს” სტადიონ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუხლი 12​: სტადიონებზე მოწევა 2020 წლიდან აიკრძალება

საქართველოს სტადიონებზე მოწევა 2020 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. კანონში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” გარდამავალ დებულებებში აღნიშნულია, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “თელავმა” “რუსთავს” მოუგო, “სამტრედიას

ეროვნული ლიგის პლეი-ოფში “თელავი” და “რუსთავი”, “სიონი” და “სამტრედია” მონაწილეობენ. პირველი მატჩები დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ცინცაძე ოფიციალურად

ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდი ცენტრალურმა მცველმა, გურამ ადამაძემ და თავდამსხმელმა, გიორგი ილურიძემ დატოვეს. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ედენ აზარი სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა 27 ნოემბერს, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვეტაძე: “გენტი” ჩემ სანაცვლოდ 25 მილიონამდე ითხოვს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში მის ტრანსფერთან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “ერთ კვირაში სათამაშოდ მზად ვიქნები”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 20 წლის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასის შესანიშნავი სეივი “ნანტთან” მატჩში (ვიდეო)

4 დეკემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “ნანტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომ ჰიტონის ბრწყინვალე სეივი “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის მიმდინარე მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში ტომ ჰიტონმა ვილიანის […]...
წაკითხვა