არეულობა ბულგარეთში – “ლევსკის” ფანმა “ლუდოგორეცის” მცველზე გვირაბში თავდასხმა სცადა (ვიდეო)
14 აპრილს, ბულგარეთის ჩემპიონატში “ლევსკიმ” საკუთარ მოედანზე “ლუდოგორეცი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის მე-80 წუთზე “ლუდოგორეცის” მცველმა, კოსმინ მოტიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, გატანილი გოლი კი პროვოკაციულად, მასპინძელთა ფანების წინ აღნიშნა.
“ლევსკის” ფანები მოტის ამ მოქმედებამ ძალიან გააღიზიანა, რამდენიმე მათგანმა მოედანზე შეჭრა სცადა, თუმცა ისინი შეაჩერეს. მთავარმა არბიტრმა “ლუდოგორეცის” ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. როცა ის მინდორს ტოვებდა, ერთ-ერთმა ფანმა მასზე თავდასხმა გვირაბში დააპირა.
Romanian defender Cosmin Moți sealed Ludogorets' 2-0 win over Levski, converting a penalty. The way he celebrated in front of the Levski fans led to riots in the stands and some of them invaded the pitch. Play was stopped for a few minutes, with Moți getting a second yellow card pic.twitter.com/ovckKXJ8mo
— mshumanov (@shumansko) April 14, 2019
Surreal stuff in Bulgaria!!! Romanian defender Moti gets sent off, then has to leave the pitch under police escort!!! Fan JUMPS on the tunnel to kick him!!! Incredible scenes in tonight's derby between Levski and Ludogorets!!!! pic.twitter.com/TNTF03zhgP
— Emanuel Roşu (@Emishor) April 14, 2019