არგენტინა ნახევარფინალშია
არგენტინის ნაკრემბა გონსალო იგუაინის მიერ გატანილი გოლის წყალობით მუნდიალის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მარკ ვილმოტსის გუნდმა მატჩი საკმაოდ თამამად დაიწყო და ცდილობდა, რომ მეტოქის ავტორიტეტისთვის ყურადღება არ მიექცია. ბელგიელების მთავარი მიზანი მესის შეჩერება და ბურთის კონტროლი იყო.
თუმცა, ყველა გეგმა ბელგიელთა დამრიგებელს იგუაინის სწრაფმა გოლმა აურია. არგენტინელები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ. გოლმა თამაშის ხასიათი არ შეცვალა. არგენტინა დაცვაში არ ჩაკეტილა. არც ბელგიას შეუტევია სრული ძალებით. პირველ ტაიმში ფაქტობრივად არ ყოფილა ბრძოლა მოედნის ცენტრისთვის. შესაბამისად, მატჩი აშკარად განიცდიდა საგოლე მომენტების ნაკლებობას.
პირველ ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი დი მარიას ტრავმა იყო. საბელამ ანხელის ნაცვლად მოედანზე პერესი გამოიყვანა, რაც თამაშის კიდევ უფრო დაწყნარების მცდელობა იყო.
არგენტინელებმა მეორე ნახევარიც უფრო აქტირად დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბელგიელებისგან უფრო ელოდნენ. გოლის გატანის შანსი მესის, ლავესის, და იგუაინის შეტევების შემდეგ იყო, თუმცა არგენტინამ უპირატესობის გაზრდა ვერ შესძლო.
ვილმოტსმა მე-60 წუთისთვის შეცვლებს მიმართა და მირალიასის და ორიჯის ნაცვლად მოედანზე მერტენსი და ლუკაკუ შეიყვანა. არგენტინამ დაცვას მეტი ყურადღება დაუთმო და ახლადშემოსული ფეხბურთელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაანეიტრალა. ინტერტული იყო ბელგიელთა მთავარი იმედი ედენ აზარიც.
მატჩის ბოლო არგენტინელებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება. 94-ე წუთზე კარგი შანსი მესიმ ვერ გამოიყენა.
საბოლოო ჯამში საკმაოდ მოსაწყენი თამაში და არგენტინის კიდევ ერთი გამარჯვება.
გოლი: იგუაინი 8′