არგენტინელმა ფეხბურთელმა მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში დაყენება იარაღის მუქარით მოსთხოვა
არგენტინის მეხუთე დივიზიონში მოასპარეზე “ესკუელას” მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ნეირამ გუნდის თავკაცის პოსტი ერთ-ერთი ფეხბურთელის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო დატოვა.
ერთ-ერთი ვარჯიშის დროს არგენტინელმა ფეხბურთელმა სეზარ პაგანიმ გუნდის დამრიგებელს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მომდევნო მატჩზე ძირითად შემადგენლობაში გამწესება მოსთხოვა. ინციდენტის შემდეგ კრისტიან ნეირამ “ესკუელას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
“ეკსუელას” პრეზიდენტი ემეტერიო ფარიასი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები საჭირო ზომებს მიიღებენ.
“ნეირამ კლუბი დატოვა. ფეხბურთელი მას იარაღით დაემუქრა. მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა ითამაშოს და ის ძირითად შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელის გამწესებას ფიქრობდა. იმედი მაქვს, სამართალდამცველი ორგანოები საჭირო ზომებს მიიღებენ. ასეთ ხალხს თავისუფლება შეზღურდული უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.