არგენტინის ნაკრები სალვადორსა და ეკვადორთან მატჩებისთვის გაცხადდა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ 27 მარტს სალვადორთან და 31-ში ეკვადორის ნაკრებთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ “რეალ სოსიედადის” 22 წლის კიპერი ხერონიმო რულის სახით, “ალბისელესტეში” ერთი დებიუტანტია.
მეკარეები: “სერხიო რომერო(სამპდორია, იტალია), ნაგუელ გუზმანი(ტიგრესი), ხერონიმო რული(სოსიედადი, ესპანეთი)
მცველები: მატეო მუსაჩო(ვილიარეალი, ესპანეთი), ფაკუნდო რონკალია(ჯენოა, იტალია), ეზეკიელ გარაი(ზენიტი, რუსეთი), მარკოს როხო(მანჩესტერი, ინგლისი), პაბლო საბალეტა(სიტი, ინგლისი), ლუკას ორბანი, ნიკოლას ოტამენდი(ორივე ვალენსია)
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო(ბარსელონა, ესპანეთი), ლუკას ბილია(ლაციო, იტალია), ევერ ბანეგა(სევილია, ესპანეთი), ენცო პერესი(ვალენსია, ესპანეთი), ანხელ დი მარია(მანჩესტერი, ინგლისი), რობერტო პერეირა(იუვენტუსი, იტალია), ხავიერ პასტორე(პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი(ბარსელონა, ესპანეთი), კარლოს ტევესი(იუვენტუსი, იტალია), ეზეკიელ ლავესი(პსჟ, საფრანგეთი), გონსალო იგუაინი(ნაპოლი, იტალია), სერხიო აგუერო(სიტი, ინგლისი)