არგენტინის ნაკრების ექიმი: “აგუერო ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს”
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ სპეციალურად არჩეული ექიმი, ჰომერი დ’აგუსტინო, თვლის, რომ სერხიო აგუეროს რეაბილიტაციის პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
“ამ ფეხბურთელს ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კი სულ რაღაც 60 დღე არის დარჩენილი,” – განმარტავს დ’აგუსტინო Radio 10-თან საუბრისას.
“რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ ხუთ კვირას მოითხოვს. როდესაც ფეხბურთელს ძველი ტრავმებიც ახსენებს თავს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო იწელება. სამ-ოთხ კვირაზე ნაკლები, შეუძლებელია იყოს.
ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ის სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდება, ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს. ანატომია ანატომიაა, ტრავმა სახეზეა. მას შეუძლია, სცადოს, მაგრამ არამგონია, რამე შეიცვალოს,” – აცხადებს ექიმი.