არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადეს
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანაგუნდელებთან ერთად კოლუმბიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი არგენტინელი ჟურნალისტის მიმართ პროტესტი გამოხატა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჟურნალისტმა ეზეკილ ალვესის ბრალი მარიხუანას მოხმარებაში დასდო.
ერთ-ერთი არგენტინული რადიოს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ლავესიმ მარიხუანა ნაკრების ბაზაზე მოიხმარა. ამ ყოველივეს გუნდმა ასე უპასუხა:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან პრესასთან აღარ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, თქვენ ამის მიზეზი იცით. “პოჩოს” (ლავესი) მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოხატეს. შეგიძლიათ, გაგვაკრიტიკოთ მაშინ, როცა დავმარცხდებით ან მოვიგებთ, მაგრამ პირადად, ვინმეს ზიანი არ უნდა მივაყენოთ. თუ ეს კიდევ გაგრძელდება, ჩვენ არასოდეს გავჩერდებით”, – განაცხადა მესიმ.
ცნობისთვის, ჟურნალისტის ბრალდებას თავად ლავესიმაც უპასუხა, რომელმაც მარიხუანის გამოყენება უარყო.