არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა
არგენტინის ნაკრებმა წელს გასამართი კოპა ამერიკისთვის გუნდის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა და “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი კარლოს ტევესი ვერ მოხვდნენ.
არგენტინის ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ნახუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), მარიანო ანდუხარი (“ნაპოლი”, იტალია);
მცველები: გაბრიელ მერკადო (“რივერ პლეიტი”), ფაკუნდო რონკალია (“ფიორენტინა”, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ხონატან მაიდანა (“რივერ პლეიტი”), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ვიკტორ კუესტა (“ინდეპენდიენტე”);
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), მატიას კრანევიტერი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), ლუკას ბიგლია (“ლაციო”, იტალია), ხავიერ პასტორე (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), აუგუსტო ფერნანდესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”, პორტუგალია), ანხელ დი მარია (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი);
თავდამსხმელები: ესეკიელ ლავესი (“ჰებეი ჩაინა ფორტუნი”, ჩინეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”, იტალია).
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელები ბოლივიის, ჩილესა და პანამის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.