არგენტინის პრეზიდენტი: “შესაძლოა, მომავალ წელს ტევესი უკან დაბრუნდეს”
28 დეკემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბოკა ხუნიორსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გადავიდა. ამ ტრანსფერის შემდეგ 32 წლის შემტევი მსოფლიო ყველაზე მაღალანაზაურებადი ფეხბურთელი გახდა. კარლოსი წელიწადში 32 მილიონ ფუნტს მიიღებს. კონტრაქტი კი ორწლიანია.
არგენტინის პრეზიდენტმა, მაურისიო მაკრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არაა გამორციხურლი, ტევესი მომავალ წელს ისევ “ბოკაში” დაბრუნდეს.
“თავდაპირველად, ვიტყვი, რომ კარლოსის ტრანსფერი გააძლიერებს კავშირს და განავითარებს ურთიერობას არგენტინასა და ჩინეთს შორის. როგორც “ბოკას” ეგოისტი ფანი, ვიტყვი, რომ ნამდვილად არ მინდოდა ტევესის წასვლა. თუმცა ვიცი, რომ მას ეს სჭირდებოდა.”
“მიყვარს კარლიტო. ადრე მას ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ევროპიდან. იგი ასეც მოიქცა. ახლა კი, ვხვდები, რომ მას ისევ სჭირდება სიმშვიდე და უფრო წყნარ გარემოში ცხოვრება. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონში კარლოსი ჩვენთან დაბრუნდეს,” – განაცხადა ტევესმა.