არგენტინული კლუბი რეკორდს უმიზნებს – 50 სპონსორი ერთ მაისურზე
არგენტინის რიგით მეხუთე დივიზიონში მოთამაშე კლუბი ფეხბურთის ისტორიისა და გინესის რეკორდების წიგნში შესვლას აპირებს – ერთ მაისურზე განთავსებულ სპონსორთა რეკლამების რაოდენობის წყალობით.
აქამდე ეს რეკორდი იგივე კლუბს, “სენტენარიოს” ეკუთვნოდა. გასულ სეზონში მათ სათამაშო მაისურზე 34 განსხვავებული კომპანიის რეკლამა იყო დატანილი. მაგრამ, აღნიშნულმა რეკორდმა დიდ დროს ვერ გაუძლო. მომავალ სეზონში მაისურის წინა და უკანა მხარეებზე საერთო ჯამში 50 ლოგო იქნება დატანილი.
La hermosa nueva camiseta alternativa de Cente, CON 50 SPONSORS! Mañana Maronese-Centenario 17hs. pic.twitter.com/cqf0cG3jLW
— ADCFÚTBOL (@ADCentenarioOK) February 4, 2017
ამ ყველაფერს კლუბის პრეზიდენტი, გუსტავო გომესი ამგვარად ხსნის:”თითოეული კომპანია იმდენს იხდის, რამდენიც შეუძლია. აქიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ყველას შესაფერისი ადგილი მოვუძებნოთ.
ზოგ კომპანიას კი უბრალოდ ვუცვლით რეკლამას. ერთ-ერთი კომპანია ველოსიპედებს გვაწვდის, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეგვექმნას, სანაცვლოდ კი რეკლამას იღებს.”