არიენ რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

თარიღი: ნოემბერი 18, 2019

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა საფეხბურთო კლუბ “გრიუნვალდის” (მიუნხენი) სისტემაში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ჰოლანდიელი შვიდი-რვა წლის ბავშვებს ავარჯიშებს, რომელთა შორის საკუთარი შვილი კაიც გახლავთ. კაი მამის მსგავსად ათნომრიანი მაისურით თამაშობს. რობენის ჯგუფში ფრანკ რიბერის შვილი და კარლ-ჰაინც რუმენიგეს შვილიშვილიც ირიცხებიან.

არიენ რობენმა 2018-2019 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 2019 წლის ზაფხულში ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები