“რეალი” – ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი “ქალაქელთათვის”?

თარიღი: აპრილი 26, 2016

ფეხბურთის გულშემატკივართა აზრები 10 დღის წინ ორად გაიყო, მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებოდა.

მართლია, ზინედინ ზიდანმა მოკლე დროში ისეთი გუნდის შექმნა მოახერხა, რომლისაც უნდა გეშინოდეს, თუმცა სწორედ ეს გუნდი, ამავდროულად მეტოქეს მრავალ სახიფათო მომენტს აქმნევინებს საკუთარ კართან.

რომელი უფრო ხელსაყრელია, იმის იმედზე ყოფნა, რომ მადრიდელთა ნაჩუქარ შანსებს გამოიყენებ, თუ “ატლეტიკოს” მცველების მიერ აშენებული ეშელონების გარშემო ამაო სიარული? ან “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში, რომელიც პეპ გვარდიოლას წყალობით საკმაოდ ორგანიზებული და ამავდროულად მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული?

შეიძლება ბანალური იყოს, მაგრამ ეს მართლაც ასეა: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს. გთავაზობთ “რელათან” დაპირისპირების დადებით და უარყოფით მხარეებს …

5

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე (მიმდინარე სეზონში) უმართლებს. 1/16-ფინალურ ეტაპზე მათ “რომას” საკმაოდ ბევრი საჩუქარი გაუკეთეს, იმაზე გაცილებით მეტი, რაც პირველ მატჩში მოპოვებულ ჰანდიკაპს (2-0) ყოველგვარ აზრს დაუკარგავდა. სალაჰს იმ მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოეყენებინა, მადრიდელები დიდ გასაჭირში ჩავარდებოდნენ.

დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო მეოთხედფინალში, “ვოლფსბურგთან” გამართულ მატჩში. კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე თამაშისა და ჰეთ-ტრიკის გაუფერულება გერმანელებს საკმაოდ ადვილად შეეძლოთ, თუმცა “მგლებს” უბრალოდ იღბალმა უმტყუვნა.

გავიხსენოთ “პარის სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩიც (1-0), პარიზელებმა ნავასის კარის მიმართულებით 15 დარტყმა განახორციელეს.

ასე რომ, “სიტის” მთავარი მიზანი გოლის გატანა იქნება, რისი შესრულებაც დიდი ალბათობით არ გაუჭირდებათ. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო კვირეების მანძილზე, პელეგრინის შეგირდების კონტრ-იერიშები ნამდვილად მომაკვდინებელ იარაღად იქცა ინგლისური გრანდისათვის.

new+sparkle

“ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეუძლებელია შენი მეტოქე სუსტი იყოს, თუმცა არსებობს ძლიერი და შედარებით სუსტი მეტოქეებიც. ამ შემთხვევაში მათი სტილიდან გამომდინარე, ჩვენ ცოტათი გაგვიმართლა.” – განაცხადა “სიტის” მარჯვენა მცველმა, პაბლო საბალეტამ.

“ორივე გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს, ორივე გუნდს შეტევაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. ასე რომ, ნამდვილად გახსნილი თამაშები გველის. მთავარია გოლები არ გავუშვათ.

მადრიდელებს შეტევა უყვართ, თუმცა ამ დროს ისინი საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებენ. “რომას” რამოდენიმე 100%-იანი შანსი ჰქონდა … მაგრამ ჩვენ საკმარისი ძალა გაგვაჩნია, რათა მადრიდელები შევაწუხოთ.” – დაამატა მან.

new+sparkle

შეიძლება გამართლების ბრალია, თუმცა ფაქტია, რომ “რეალს” ჯერ შინ გოლი არ გაუშვია (ჩემპიონთა ლიგაზე). ამასთანავე სწორედ “რეალის” კარში განხორციელდა ყველაზე ცოტა, 93 დარტყმა. ამ მხრივ მეორე პოზიციაზე “ბაიერნია” (100 დარტყმა), “სიტი” – 109 , “ატლეტიკო” – 111.

ამ ყველაფერში კი უდიდესი ღვაწლი კეილორ ნავასს მიუძღვის, რომელმაც 78 დარტყმიდან, 91.3%-ის მოგერიება მოახერხა. მეოთხედფინალებამდე მას ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

new+sparkle

მას შემდეგ, რაც კევინ დე ბრუინი საქმეში დაბრუნდა, “სიტის” შეტევითმა მხარემ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მან გასაოცარი ურთიერთობა დაამყარა სერხიო აგუეროსთან და ამ ორმა სწრაფმა ფეხბურთელმა სწრაფი კონტრ-იერიშების უდიდესი ძალა შექმნა.

მიმდინარე სეზონში ამ ორმა ფეხბურთელმა 33 გოლი გაიტანა, გამოიმუშავა 11 ასისტი და შექმნა 118 შანსი პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ერთად. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ დე ბრუინმა 3 გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის ორი “პარის სენ-ჟერმენის” კარში გაიტანა) და ერთი ასისტიც ჩაიწერა აქტივში.

შეიძლება “რეალი” შინ კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა გასვლაზე ზიდანის შეგირდებს ძალიან უჭირთ. გავიხსენოთ პარიზში ფრედ დასრულებული მატჩი, “შახტართან” 4-3 და “ვოლფსბურგთან” გერმანიაში განცდილი მარცხი. რაც ინგლისელებს იმედს აძლევთ.

new+sparkle

აგუეროსა და დე ბრუინის მსგავსად ფორმაში იმყოფება კრიშტიანო რონალდუც. დასვენებული პორტუგალიელი აუცილებლად ეცდება თავისივე რეკორდის დამხობას და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ რამოდენიმე გოლის გატანას.

“სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში 18 გოლის გატნა შესძლო, რონალდუმ – 16-ის.

რონალდუმ, ბენზემამ და ბეილმა წლევანდელ სეზონში ერთად 92 გოლის გატანა შეძლეს.

მართალია “სიტის” დაცვა “პარის სენ-ჟერმენთან” განმეორებით მატჩში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა BBC-ს შეჩერება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

new+sparkle

“სიტის” “ატლეტი” რომ მოხვედროდა ეს ბევრ გულშემატკივარს გაახარებდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლო (“სიტიზე” ნაკლების), არადა 2-ჯერ მოუწია ყაზახურ “ასტანასთან” თამაში (ერთი უგოლო ფრედ დასრულდა).

მადრიდელებმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენს “პსვ-სთანაც” – 180 წუთის განმავლობაში ერთი გოლიც ვერ გაიტანეს და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანეს.

გარდა ამისა, “ატლეტიკოს” არც BBC ჰყავს, არც ლევანდოვსკი, არც დუგლას კოშტა, არც მიულერი და არც კუმანი. ისინი მხოლოდ ანტონი გრიზმანის, კარასკოსა და ტორესის იმედზე არიან.

თუმცა, ორმატჩიანი დაპირისპირების დროს ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. რაც ჩოლოს გუნდმა “ბარსასთანაც” დაამტკიცა. თუ მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა ვერ მოახერხეს “როხიბლანკოს” გატეხვა, მაშინ რას გახდებოდა “სიტი”?

დაცვითი კუთხით სიმეონეს გუნდი ევროპაში საუკეთესოა, უბადლო.

new+sparkle

“ბაიერნი” თავისუფლად შეიძლება გამოვარდნილიყო 1/16-ფინალური ეტაპიდან. 2-0 “იუვენტუსის” წინააღმდეგ ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი გუნდისთვის, თუმცა არა “ბაიერნისთვის” – “ალიანც არენაზე” პეპის ბიჭებმა სასწაული მოახდინეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ბერიძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” 1:1 “პაკში” გიორგი ბერიძის ბრწყივნალე გოლი “პაკშის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენეჯერი: “დიეგო ყოველთვის მარტო იყო, სიცოცხლეც აღარ უნდოდა”

დიეგო არმანდო მარადონას მენეჯერი და ახლო მეგობარი ლეგენდარული ფეხბურთლის გარდაცვალების შემდეგ საინტერესო საკითხების შესახებ საუბრობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიჩელი: “ჰოლანდის ტრანსფერის თანხით ოთხ-ხუთ ფეხბურთელს ვიყიდდი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი, მიჩელი, მიიჩნევს, რომ კლუბმა სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. როგორც იცით, “რეალი” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები დაუშვებენ ფანებს სტადიონზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში მიღებული ცვლილებები სპორტის სექტორსაც შეეხო. ინგლისი კორონავირუსის მძვინვარების საფრთხის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღეს

დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო. ფოტოები არგენტინაში ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ჰარი უინკსი ზედმეტად პატიოსანია, მე ამ გოლით პუშკაშის ჯილდოს მოვიგებდი

26 ნოემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ტოტენჰემმა” საკუთარ მეოდანზე “ლუდოგორეცი” 4:0 დაამარცხა. მატჩის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “კამპ ნოუს” მესის სახელი მიანიჭონ

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო “კამპ ნოუსთვის” ლიონელ მესის სახელის მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უინკსმა “ლუდოგორეცს” მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “ლუდოგორეცს” შორის მიმდინარე მატჩის 63-ე წუთზე ჰარი უინკსმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია: “სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასწრაფო დახმარების მანქანამ დიეგომდე მისვლას საათნახევარი მოანდომა, ვითხოვ გამოძიე

დიეგო მარადონას ადვოკატმა და ახლო მეგობარმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ აპირებს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ვიდალს დასჯის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მილანის “ინტერი” გუნდის ნახევარმცველ არტურო ვიდალს უპასუხისმგებლო საქციელის გამო დასჯის. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – გულშემატკივრები მარადონას ემშვიდობებიან (ფოტო, ვიდეო)

26 ნოემბერს დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაასვენეს. ლეგენდარულ ფეხბურთელს ბუენოს აირესში უამრავი გულშემატკივარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ფეხბურთიდან სამუდამოდ განკვეთა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დისციპლინურმა კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღის” პრესსამსახურის უფროსი ნურლან იბრაჰიმოვი ნებისმიერ...
წაკითხვა