არის თუ არა ”მერანი” – ”რუსთავი” გარიგებული? (მატჩის მიმოხილვა)
როგორც იცით, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირველ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს შეეხო. ამ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და რუსთავის “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. იგი მეგრელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
მუჯირმა პრესკონფერენციაზე ნახსენები გუნდები უკანონო გარიგებაში დაადანაშაულა და ამასთან ერთად, “მერანის” მიერ მოგებული თამაში ორივე კლუბს წაგებად ჩაეთვლებათ (ანგარაშით, 0:3). გარდა ამისა, მათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა დააკლდებათ. ჯარიმის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 ლარს გადაიხდიან.
აღნიშნულმა ფაქტმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ”მერანი” – ”რუსთავი”-ს მატჩი გარიგებულია, მეორე კი – საერთოდ სხვა აზრზეა.
გთავაზობთ ”მერანი” – ”რუსთავი”-ს მატჩის მიმოხილვას: