არმია ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა

თარიღი: მაისი 21, 2014

სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი საკალათბურთო კლუბი “არმია” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა დაძაბულ, ორ ოვერტაიმიან მატჩში “ბათუმი” 115:105 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპარტონნენ.

შეხვედრის ბედი ძირითადი დროის ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. ბათუმელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა ძირითადის ბოლო წამებზე ყურადღება მოადუნეს და მიზანიც აერიათ. არმიელებმა კი  თითქმის უიმედი მატჩი შემოატრიალეს და დამატებით დროში გადაიყვანეს.

მატჩის ბომბარდირს, ბათუმელთა კანადელ გამთამაშებელ ჯუნიორ ქედუგინს საფინალო სირენამდე 4,6 წამით ადრე ორივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, არმიელებს ალბათ აღარაფერი უშველიდათ. კანადელის აცილების შემდეგ არმიელებმა მოასწრეს ბურთის თავისი ფარის ქვეშიდან გამოტანა, მთელი მოედნის გადაკვეთა და… გიორგი შარაბიძემ საფინალო სირენის თანხლებით გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო.

დამატებით დროში უკვე ბათუმელებს მოუწიათ თითქმის უიმედო სიტუაციიდან თავის დაძვრენა. არმიელები 7 ქულას იგებდნენ, ოვერტაიმის დასრულებამდე ორწუთნახევარი რჩებოდა, თუმცა ჯუნიორ ქედუგინმა ბოლო წუთზე 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 99:99. არმიელებს ჰქონდათ 11 წამი, თუმცა შარაბიძის ჩაგდებული მსაჯებმა არ ჩათვალეს – არმიელმა ცენტრმა ბურთის გშვება ვერ მოასწრო, სირენამ გაისმა.

მეორე ოვერტაიმში არმიელებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. ბექა წივწივაძის წინამძღოლობით კოტე ტუღუშის გუნდმა საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 115:110 იმარჯვეს და ბრინჯოს მედლებს დაეუფლნენ.

გამარჯვებულებს 30-30 ქულით ბექა წივწივაძემ და ლაშა ფარღალავამ ულიდერეს. წივწივაძეს ქულებთან ერთად 8 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა. 12 ქულა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი შარაბიძემ. ბათუმელთაგან 43 ქულით ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, 25 ქულა დააგროვა ჯერემი სეფოლდმა, ხოლო მამუკა ბოლქვაძემ პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მესამე ადგილოსნებს ბრინჯაოს მედლები და სპეციალური სიგელები  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა – კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გადაცეს.

 სტსტისტიკა

       მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა ,,ბათუმს’’, რომელიც სრული პასუხისმგებლობით გამოვიდა სათამაშოდ და ისევე იბრძოლა მოსაგებად, როგორც ჩვენ. საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვამართლებ, როცა ასეთ თამაშებს გუნდები უპასუხისმგებლოდ უდგებიან. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა მოახერხა ძალიან რთული თამაშების შემდეგ მობილიზება და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. მადლობა მიშას და მთლიანად ,,ბათუმის’’ გუნდს. როცა სეზონი მთავრდება, გუნდებს პრობლემები ექმნებათ, ვუსურვებ მათ მომავალ წელს ბევრად უფრო კარგი სეზონი ჰქონდეთ და  რაც მთავარია, მწვრთნელი ჰყავდეთ ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ მთელი სეზონი ყოფილიყო, ,,ბათუმი’’ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს არსებობას გააგრძელებს ჩვენი გუნდიც. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ვფიქრობ, დღეს ნამდვილად გავახარეთ ასეთი სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრით.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს. ვუერთდები კოტეს სურვილს, არ შეიძლება ისეთი გუნდის დაშლა, როგორიც ,,არმიაა“. პირიქით, მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, გვაკლდა მოთამაშეები – ჯექსონი წავიდა, მიშკოვიჩი ტრავმირებული იყო.. თუმცა მადლობა ჩემს გუნდს ბრძოლისთვის. მე შევპირდი მაყურებელს, რომ ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდი და თუ როგორ გამოგვივიდა,  ეს ხელმძღვანელობამ შეაფასოს.

ანატოლი ბოისა(,,არმია’’): სასიხარულოა, რომ სეზონს მოგებით ვამთავრებთ. წარუმატებელი სერიის შემდეგ რთული იყო ძალების მობილიზება, მაგრამ მიხარია, რომ მოვახერხეთ და   მე-3 ადგილი მოვიპოვეთ. ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ორივე გუნდმა, იმედია, სამომავლოდ ყველა გუნდი იასპარეზებს ჩემპიონატში, ის საუნივერსიტეტო გუნდებიც, რომლებიც დაიშალა, აღდგებიან და მეტი გუნდი მიიღებს სუპერლიგაში მონაწილეობას.

superleague.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა