არნაუტოვიჩმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში – “რასისტი არ ვარ!”
ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, მარკო არნაუტოვიჩმა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მოგებულ მატჩში გოლის აღნიშვნის ემოციური ფორმის გამო ბოდიში მოიხადა.
“ემოციების ფონზე, ცხელ გულზე, რამდენიმე ისეთი სიტყვა ვთქვი, რომლის გამოც ბოდიშს ვიხდი – განსაკუთრებით ჩემი ჩრდილოეთ მაკედონიელი და ალბანელი მეგობრების წინაშე.
მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა – მე რასისტი არ ვარ! თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობრები და მრავალფეროვნების მომხრე ვარ. ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცი ეს,” – ვკითხულობთ არნაუტოვიჩის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.
არნაუტოვიჩი წარმოშობით სერბი გახლავთ. მატჩის შემდეგ მას აბრალებდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში მოთამაშე წარმოშობით ალბანელ ფეხბურთელებს ეგზონ ბეიტულაისა და ეჯან ალიოსკის შეურაცხყოფა მიაყენა. მან ასევე ტაბუდადებული ჟესტი გამოიყენა.