“არქტიკული მელა – ჩვენი ლეგენდა ხარ!” – რას უწერენ რუსები კვარას?
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტს აჩერებს და კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ რუსეთში დაბლოკილ Instagram-ზე რუს ფანებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, რუსები დაბლოკვის მიუხედავად Facebook-ზე და Instagram-ზე შესვლას მაინც ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ “რუბინის” გულშემატკივრების დიდი ნაწილი მას მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს, რა თქმა უნდა, არიან მეტად ნაწყენებიც.
“ხვიჩა, შენ ძალიან ბევრი რამ გააკეთე ყაზანისთვის. ყველაფრისთვის მადლობა! “რუბინის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ”
“ყველაფრის დიდი მადლობა ლეგენდავ”
“რა ლეგენდა, გამოფხიზლდით”
“დიდი ალბათობით, არც დაბრუნდება. წარმატებები ხვიჩა”
“შეგვეძლო ზაფხულში გაგვეყიდა და ფული მიგვეღო”
“მადლობა “რუბინისთვის” და მადლობა სლუცკისთვის”
“ახლა ვინღა ითამაშებს?
“ხვიჩა – არქტიკული მელაა”
“გააკეთეთ სოლიდური ჩემპიონატი ჩვენი მოთამაშეებით. რუსული და შესაძლოა, ბელარუსული გუნდების დამატებით. შესაძლებელია, ვისწავლოთ ფეხბურთი, ვითამაშოთ და მოვა დრო, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი კლუბებითა და ფეხბურთლებით გავალთ. მანამდე კი მოძებნეთ ადგილობრივი იდეალური ბიჭები და მწვრთნეელბი”
“საერთაშორისო? ახლა მხოლოდ ბელარუსს თუ ვეთამაშებით”
“ის გაფრინდა, აღარ დაბრუნდება”
“წარმატებები კვარა”
“უფასოდ წავიდა? ეს უკვე ლოკომოტივზე უარესია. მათ ბრილიანტი დაკარგეს და ჩვენც უკვე”
“ეს ბავშვი ადრე რომ გაეშვათ, ფულსაც იშოვიდნენ. ღმერთი ძუნწებს სჯის”
იმედია, კვარაცხელია რუსეთში დაბრუნება ნამდვილად არ მოუწევს.