არსენ ვენგერი: “ჩვენი შეტევა? ნამდვილი ფუფუნებაა”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ევერტონთან” მოგებული მატჩის შემდეგ (5:2) პრესასთან გუნდის შეტევით პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასპექტში “მეთოფეებს” ნამდვილად არ უჭირთ.
“ჩვენი შეტევითი ხაზი? ნამდვილი ფუფუნებაა ჩემთვის. თუმცა, ამავდროულად ეს დიდ თავსატეხსაც მიჩენს. რთულია, მათ შორის არჩევანის გაკეთება.
ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას, ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. მე კი ყველანაირად ვცდილობ, რომ მათ საჭირო დრო გამოვუყო,” – აცხადებს არსენ ვენგერი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “ევერტონთან” მატჩში “არსენალის” შეტევაზე ალექსის სანჩესი, მესუთ იოზილი და ალექსანდერ ლაკაზეტი ზრუნავდნენ.სათადარიგოთა სკამზე კი ვენგერის განკარგულებაში ტეო უოლკოტი, ალექს აივობი და ოლივიე ჟირუ იყვნენ.