არსენ ვენგერი: რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას”
არ წყდება საუბარი ლონდონის “არსენალიდან” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის წასვლაზე. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ, ამ ხმებმა კიდევ უფრო იმძლავრა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
“რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. არ ვიცი, სად იქნება ეს, თუმცა საყვარელი საქმის კეთების შეწყვეტას ჯერ არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გაანალიზოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.”
“აქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, პრიორიტეტი მუდამ “არსენალი” იყო. ვფიქრობდი კლუბის მომავალზე და მის აქტიურ განვითარებაზე. ბედნიერი, ვარ რომ ახლა სუფთა ხელები მაქვს, რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ “არსენალის” წარმატება იყო.”
“კრიტიკა გასაგებია. მე საზოგადოებრივ სამსახურში ვარ და ხალხს ყოველთვის ექნება სხვადასხვა აზრი.”
“არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ჩემი მომავალი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ “არსენალმა” წარმატებას მიაღწიოს. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ასე იქნება, სანამ ამ თანამდებობაზე ვარ,” – აცხადებს ვენგერი.