არსენ ვენგერი: “ტოპ გუნდებთან უკეთ უნდა ვითამაშოთ”

თარიღი: ივლისი 27, 2014

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი თვლის, რომ მის შეგირდებს ტოპ-გუნდებთან უკეთ მართებთ თამაში. გასულ სეზონში “მეთოფეები” “ჩელსისთან”, “ლივერპულთან” და “ევერტონთან” ოთხჯერ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით.

“გასულ სეზონში პირველ ადგილთან ძალიან ახლოს ვიყავით, რაც რთული გასახსენებელია. ჩვენ ხარისხის მომატება გვინდოდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. იმედია, ახალ სეზონში გადამწყვეტ შეხვედრებში უკეთ ვითამაშებთ. სუსტ გუნდებთან კონკურენტებთან შედარებით მეტი ქულა ავიღეთ, მაგრამ ტოპ-გუნდებთან ცუდად ვითამაშეთ. სწორედ ეს უნდა გამოვასწოროთ” – განაცხადა ვენგერმა.

მსგავსი სიახლეები