არსენ ვენგერმა ევროპის უძლიერესი გუნდი დაასახელა
ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, არსენ ვენგერმა, ევროპის მასშტაბით უძლიერეს კლუბად მიუნხენის “ბაიერნი” დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის “რეკორდმაისტერმა” 2020 წელს ტრებლი შეასრულა და ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა.
“ეს “ბაიერნი”, რომელმაც ამდენი რამ მოიგო, ბოლო წლების საუკეთესო “ბაიერნიც” კი არ არის. გუნდი, რომელმაც 2013 წელს ტრებლი მოიგო, უფრო ძლიერი იყო.
არ მინდა სხვა გუნდების მიღწევები დავაკნინო, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნი” ევროპის უძლიერესი გუნდია ამ მომენტისთვის. თუმცა ეს იმითაცაა განპირობებული, რომ დიდი კონკურენტები არ ჰყავს. “ბარსელონა” დასუსტებულია. “რეალი” დასუსტებულია.
ლამი, რიბერი, რობენი, შვაინშტაიგერი, კროოსი. მათ ტოპ-ფეხბურთელები ჰყავდათ ყოველ პოზიციაზე. თუმცა ამჟამინდელ გუნდს გაზრდის პოტენციალი აქვს და შესაძლოა უფრო ძლიერიც კი გახდეს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.