არსენ ვენგერმა რონალდუსა და მესის მემკვიდრეები დაასახელა
ლონდონის “არსენალის” ლეგენდას, არსენ ვენგერს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრეების დასახელება სთხოვეს. როგორც იცით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკვე 32 წლისაა, პორტუგალიელი კი მასზე სამი წლით უფროსია.
“ლეო მესი… ჩვენ არასოდეს გვინახავს მათი მსგავსი ფეხბურთელები. მათ აბსოლუტურად ყველა რთული სიტუაციიდან შეუძლია კრეატიული გამოსავლის პოვნა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ორი დიდებული ფეხბურთელის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.
ახლა ყველაფერი ახალ თაობაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც, შესაძლოა, კილიან მბაპემ ულიდეროს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ნეიმარიც.
ინგლისის ნაკრებიც საკმაოდ კარგად გამოიყურება გარეთ საუთგეიტის მეთაურობით. მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზეს და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან,” – აცხადებს ვენგერი.