„არსენალი“ ბენზემასა და ვარანის გადაბირებას შეეცდება
ევროპული პრესა სხვადასხვა სატრანსფერო ჭორების გავრცელებას აგრძელებს.
გამოცემა Punto Pelota-ს ცნობით, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთვნელი არსენ ვენგერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ორი მოთამაშის, ფორვარდ ქარიმ ბენზემასა და მცველ რაფაელ ვარანის გადაბირებას შეეცდება.
ამავე დროს, ესპანური გამოცემის აზრით, „ბლანკოსის“ მენეჯერები სეზონის შუა ნაწილში ამ ორ ფეხბურთელის გაშვებას არ ისურვებენ.
ალექსანდრე მატევოსოვი