“არსენალი” დიაბის არ გაუხანგრძლივებს
Daily Mail-ის ცნობით, აბუ დიაბი “არსენალში” გატარებული 9 წლის შემდეგ კლუბს დატოვებს. გამოცემის ცნობით, “მეთოფეები” 28 წლის ფრანგს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებენ. მიმდინარე ხელშეკრულება კი 2015 წლის ივნისში იწურება.
აღსანიშნავია, “არსენალში” ყოფნის პერიოდში დიაბი 42 ტრავმა მიიღო. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დიაბიმ პრემიერლიგის მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა. “არსენალში” დიაბი ფრანგული “ოსერიდან” 2006 წელს გადავიდა.