“არსენალი” ძაძას სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის
“მეთოფეები” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელით გაძლიერებას გეგმავენ.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ ვერცერთი ფორვარდის გადაბირება მოახერხა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მცდელობას არ წყვეტს.
მოსალოდნელია, რომ ინგლისელები სიმონე ძაძას ყიდვას ეცდებიან. მათ ამ ფეხბურთელის თაობაზე გასულ ზაფხულს ოფიციალური შეთავაზებაც კი გააკეთეს, თუმცა ტურინელებმა უარით გაისტუმრეს. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს იანვარში მცდელობა კვლავ ექნებათ.
“არსენალი” მზადაა, ძაძას სანაცვლოდ “იუვენტუსს” 30 მილიონი ევრო შესთავაზოს, ხოლო თავად თავდამსხმელის პირადი კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და ყოველ სეზონში ორ მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ახალ კლუბში ძაძას დებიუტი ჯერ არ შემდგარა. იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მან “სასუოლოს” მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 9 ბურთი გაიტანა.