“არსენალი” “კრისტალ პალასთან” განადგურდა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის დასკვნით მატჩში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი ენდროს თაუნსენდმა გაიტანა, მეორე ნახევარში კი მასპინძელთა უპირატესობა იოან კაბაიმ და ლუკა მილივოევიჩმა გაზარდეს.
აღსანიშნავია, რომ არსენ ვენგერის გუნდმა პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად გამართული ბოლო ოთხი მატჩიდან ოთხივე შეხვედრაში სამი ბურთი გაუშვა, რაც “მეთოფეებისთვის” 1929 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
“არსენალს” აქტივში 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია. “კრისტალ პალასმა” 34 ქულა მოაგროვა და მე-16 ადგილზე დამკვიდრდა.
ინგლისის პრემიერლიგა
32-ე ტური
“კრისტალ პალასი” — “არსენალი” 3:0 (1:0)
გოლები: თაუნსენდი 17′, კაბაი 63′, მილივოევიჩი 68′ (პენ).