“არსენალი” ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერს უახლოვდება
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალმა” ბელგიური “ეიპენის” თავდამსხმელის, ჰენრი ონიეკურუს ტრანსფერი შეათანხმა.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” ბელგიურ კლუბთან მოლაპარაკებებს ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოოდ, “ეიპენმა” სატრანსფერო ფასად 6.8 მილიონი ფუნტი დაასახელა.
წყაროს ცნობით, 19 წლის ნიგერიელი ბავშვობიდან გულშემატკივრობს ლონდონურ გრანდს.
“არსენალის” გარდა მისი გადაბირების სურვილს “ევერტონი’, “საუთჰემპტონი”, “ვესტ ბრომვიჩი” და “ვესტ ჰემი” გამოთქვამდა.