“არსენალი” სანჩესს ექსტრაორდინარულ კონტრაქტს სთავაზობს
ბრიტანული The Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეთოფეებმა” მთავარ მიზნად ალექსის სანჩესის შენარჩუნება დაისახეს.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი შემტევი მიმდინარე სეზონში ლონდონელთა მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა – 2016/17 წლების სეზონში მან 24-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი პრემიერ ლიგაში, რასაც 10 საგოლე გადაცემაც უნდა დავუმატოთ.
როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, ჩილელ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხელფასი შესთავაზონ. საუბარია 270 000 ფუნტზე კვირაში, რაც 30 000-ით ნაკლებია იმაზე, რასაც სანჩესი ითხოვს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელი ვარსკვლავის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ჩელსის”, “ბაიერნისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა.