“არსენალის” აპელაცია დაკმაყოფილდა

თარიღი: სექტემბერი 23, 2015

ცნობილი გახდა, რომ “მეთოფეთა” ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაძევება ძალაში აღარ არის.

წითელი ბარათი, რომელიც გაბრიელ პაულისტამ ინგლისის პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, სადისციპლინო კომიტეტის მიერ განხილვის შედეგად გაუქმდა.

აქედან გამომდინარე, უახლოეს მატჩში, რომელსაც “არსენალი” ინგლისის ლიგის თასზე “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ჩაატარებს, პაულისტას მონაწილეობის მიღების უფლება ექნება.

აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.



მსგავსი სიახლეები