“არსენალის” გამწარებული ფანის ვიდეომიმართვა
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ფანის ემოციური ვიდეომიმართვა. ის “მეთოფეთა” თავკაც მიკელ არტეტას გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს ხილვა სურს. ფანი ემოციურად აღნიშნავს, რომ გუნდი საშინელ თამაშს უჩვენებს, ხოლო ტაქტიკური სქემა არასწორად არის შერჩეული, კლუბმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, ახლა კი სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილი უკავია. ის “არსენალს” “გამხმარ ტყეს” ადარებს. ფანი აღნიშნავს, რომ ახალმოყვანილ ფეხბურთელებს გუნდის დატოვება სურთ, “არსენალიდან” წასვლა უნდოდა კაპიტანსაც.
შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” პრემიერლიგის გათამაშების საწყისი ორი ტურის შემდეგ უქულოდ არიან. გუნდი სტუმრად “ბრენტფორდთან” დამარცხდა (0:2), შემდეგ კი მატჩი შინ “ჩელსისთან” დათმო (0:2). “არსენალი” მესამე ტურში “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.